საგარეო ვაჭრობა

ივლისში ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა

https://allwine.ge/

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის, იანვარ-ივლისის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 12.2%-ია.

საქსტატის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, ეკონომიკური ზრდის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ივლისში ღვინის ექსპორტი 36%-ითაა გაზრდილი, ხოლო მინერალური წყლების ექსპორტი 22%-ით.

2021 წლის ივლისში ექსპორტის მაჩვენებელი 42%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი - 17%-ით. 

"რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, 2-ჯერ და მეტადაა გაზრდილი ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ზრდის მიზეზად გვევლინება ასევე ღვინის, მინერალური წყლების და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოებაც. გაზრდილია ფარმაცევტული პროდუქციის და ტანსაცმლის წარმოების მოცულობაც, ამასთან, 36%-ით გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი, ხოლო 22%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი". – თქვა თოდრაძემ. 

კომენტარები