კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 778 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.92%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 43 741 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 778  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  4 753 ადამიანი. 

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10.92%-ია, ბოლო 7 დღის - 9.76%, ბოლო 14 დღის კი - 10.26%. 

4 778 ახალი შემთხვევიდან 1 888 თბილისში დადასტურდა, 608 - იმერეთში, 438 - კახეთში, 423 - აჭარაში, 405 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 364 - შიდა ქართლში, 244 - ქვემო ქართლში, 158 - მცხეთა-მთიანეთში, 146 - გურიაში, 67 - სამცხე-ჯავახეთში, 36 კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.  

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად 549 811 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 493 414 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 408 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 48 963 აქტიური შემთხვევაა. 

1 650 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 705 მკურნალობს, აჭარაში - 157, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 369 ადამიანია,  მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 23.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება".


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები