არჩევნები 2021

გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძის მესამე ძალას უერთდება

სტრატეგია აღმაშენებელი ადასტურებს, რომ ენმ-ს ყოფილი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძის მესამე ძალას უერთდება.

თქვა პარტიის ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ. მისი თქმით, მესამე ძალა პირველ სექტემბერს დაასახელებს კანდიდატებს. 

"მესამე ძალა არის თავისუფალი, ღია პლატფორმა, რომელშიც გაერთიანდებიან როგორც პოლიტიკური ძალები, ისე ცალკეული ინდივიდები, წარმატებული პროფესიონალები. ხვალ იქნება კამპანიის გახსნა, მესამე ძალის პრეზენტაცია. ჩვენ პირველი ნომრით წარვდგებით ამ არჩევნებზე, რომლის ნაწილიც იქნება სტრატეგია აღმაშენებელი, ცალკეული ინდივიდები, მათ შორის იქნება ბატონი გრიგოლ ვაშაძეც. კანდიდატებს ჩვენ პირველ სექტემბერს დავასახელებთ, ხვალ ზოგადად მესამე ძალის წარდგენა იქნება". - ამბობს ჩიხლაძე.   

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები