ილია მეორე

ილია II: ყოველთვის, ყოველდღე ვლოცულობთ საქართველოსა და მსოფლიოსთვის

ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მსოფლიო.

ჩვენ ყოველთვის, ყოველდღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსათვის. აგრეთვე ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! ჩვენთან არს ღმერთი!

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილია II-მ დღეს საპატრიარქო რეზიდენციაში, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.

კომენტარები