აშშ-საქართველო

დეგნანი: აშშ-ს წვრთნები არის თანადგომის გამოხატვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი

საქართველოს თავდაცვისა და მზადყოფნის პროგრამამ გამოწვრთნა 9 ქართული ბატალიონი ბოლო 3 წლის განმავლობაში. აშშ-ს არმიამ ევროპაში და თავდაცვის სამინისტრომ ერთობლივად შეიმუშავეს და შეასრულეს ეს თავდაცვის პროგრამა, საქართველოს თხოვნით, რომ გაუმჯობესებულიყო საქართველოს საბრძლო მზადყოფნა, გაზრდილიყო ნატოს ძალებთან თავსებადობა და გაძლიერებულიყო საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები.აშშ-ს სამხედრო ყოფნა საქართველოში და ასეთი საწვრთნელი პროგრამები არის აშშ-ს ძლიერი და განგრძობითი თანადგომის დემონსტრაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას გამორჩეული ლოჯისტიკური დახმარებისთვის ავღანეთიდან ჰუმანიტარული ფრენების განხორციელებაში, რომელიც საქართველოს გავლით ხდება, საკუთარი დანიშნულების წერტილისკენ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ საქართველო ფეხს უწყობს საერთაშორისო უსაფრთxოების ოპერაციებში წვლილის შეტანას, მონდომებითა და დიდი შესაძლებლობებით. აშშ განაგრძობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვის ძალები. 

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საბრძოლო მომზადების ცენტრში, სადაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) დახურვის ცერემონიალს დაესწრო.

კომენტარები