არჩევნები 2021

ოცნების კვლევით, თბილისში კალაძე 60.1%-ს იღებს, მელია - 29.2%-ს

ქართული ოცნების წევრმა, მიხელ სარჯველაძემ, პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, თბილისში ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ხმათა 60.1%-ს იღებს და პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი, ნიკა მელია 29.2%-ს.

"წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ მონაცემებს, კითხვაზე, ხვალ რომ მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

  • კახა კალაძეს - 60.1%
  • ნიკანორ მელია - 29.2%
  • სხვა კანდიდატები - 10.7%", - თქვა სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, კვლევის ფარგლებში, რომელიც 21-25 აგვისტოს ჩატარდა, 2958 ადამიანი პირისპირ გამოიკითხა. კვლევის თანახმად, თბილისის ადგილობრივ არჩევნებში ხმათა 47.4%-ს ქართული ოცნება იღებს, 25.2%-ს ნაციონალური მოძრაობა, ხოლო 4.9%-ს - გირჩი-მეტი თავისუფლება.

კომენტარები