კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: შემდეგი ორი კვირა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინები ნეგატიურია

სტაბილიზაცია ვირუსის გავრცელების კუთხით ბოლო დღეებში ფიქსირდება.ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ლეტალობის კლების მოლოდინი უნდა გვქონდეს, ვინაიდან ეს არის ის შემთხვევები, რომელიც ჯამურად არის დამდგარი. ამ ეტაპზე მაქსიმალურად გაძლიერებული გვყავს კლინიკური სექტორი.ბატონი თენგიზი, მარინა ეზუგბაია მუდმივ რეჟიმში კლინიკებში არიან და მკურნალობის ხარისხს ამოწმებენ, ამიტომ  ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იმ ლეტალობის მაჩვენებელს - 1,32, რაც საქართველოს მსოფლიოსგან გამოარჩევს,  გავაუმჯობესებთ, თუმცა შემდგომი 2 კვირის მანძილზე, აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოლოდინი ლეტალობის მაჩვენებელთან დაკავშირებით, ნეგატიურია.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები