არჩევნები 2021

პრემიერი: არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, კაცმა მეუღლე და მამა ჩართოს საარჩევნო კამპანიაში

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, მითუმეტეს, კაცისთვის და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსებისთვის, რომ საკუთარი მეუღლე ჩართოს საარჩევნო კამპანიაში... ასევე, მიზანშეუწონლად მიმაჩნია, რომ საკუთარი მამა გამოაგზავნო და საარჩევნო კამპანიაში ჩართო, ეს არ მიმაჩნია მე სწორად, ეს ჩემი პირადი აზრია, მაქვს ამის უფლება, ჩემი აზრი გამოვხატე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, კაცმა საკუთარი მეუღლე გაწირა ამ პოლიტიკური ბატალიებისთვის. ახლა [ნიკა მელიამ], კაცმა თავისი მოხუცი მამა, ასაკში მყოფი მამა გამოუშვა არჩევნებისთვის ქალაქ ზუგდიდში".

კომენტარები