ევროპული საქართველო

ევროპელების მაჟორიტარი: ჩემი 19 წლის შვილი თანასოფლელებმა, ოცნების ხალხმა გაიტაცა

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი თელავში, ნინო გალახვარიძე ამბობს, რომ მისი 19 წლის შვილი ქართული ოცნების ხალხმა გაიტაცა. გალახვარიძე ტაბულას უყვება, რომ დაახლოებით 1 საათის წინ, შვილმა სამსახურიდან დაურეკა და უთხრა, რომ იტაცებდნენ. 

"19 აგვისტოს სახლთან მოაკითხეს ჩემს შვილს, ანერვიულებული შემოვიდა, ჩვენი თანასოფლელები იყვნენ, ქართული ოცნების ხალხი, ყველაფერი ვიცი, სახელი, გვარი, ვინ არიან. ახლა, ერთი საათის წინ სამსახურში წავიდა და იქიდან დამირეკა, დედა მიშველე, მიტაცებენო. არ ვიცი სად არის, სად ყავთ, არაფერი არ ვიცი, გთხოვთ, შვილი მაპოვნინეთ". - ეუბნება ტაბულას ნინო გალახვარიძე. 

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ამის შესახებ პირველად ჩვენგან ესმით. მოგვიანებით, უწყებამ გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები