ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

25 აგვისტოს ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.1305 ლარია, ევროსი კი – 3.6765 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 25 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.14 თეთრით გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.1191 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 25 აგვისტოს ბოლოსთვის 3.6765 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6609 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ ზუსტად 1.56 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, 1 თურქული ლირის კურსი 0.3728 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.2947 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 26 აგვისტოდან შევა.

კომენტარები