კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 021 შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.52%-ია

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 53 747 ტესტი და დადასტურდა 5 021 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.52%, ბოლო 14 დღის - 10.84%, ხოლო ბოლო 7 დღის –10.57%.

ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2 030 გამოვლინდა, აჭარაში - 599, იმერეთში – 598, ქვემო ქართლში – 333, შიდა ქართლში – 331, გურიაში – 111, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 336, კახეთში – 446, მცხეთა-მთიანეთში – 114, სამცხე-ჯავახეთში – 90, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 762-ია, საიდანაც 7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 304 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 47 102 პირი - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 556 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 528 043 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 949 და გამოჯანმრთელდა 463 306 პირი.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევბ უფრო გამკაცრება".


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები