არჩევნები 2021

ხოშტარია არჩევნებზე: ხალხზე ზრუნვის გამო რამეს იზამენ? გადადებაც, არგადადებაც პოლიტიკურია

2020-ის არჩევნებზე ოცნებამ არაერთ უბანზე კოვიდიანი ოლქის თავმჯდომარეები ან მდივნები გამოიყვანა. ვაკეში დანამდვილებით ასე იყო, მომსწრე ვარ, დღეები დავთვალეთ. სხვა კონკრეტული შემთხვევებიც ვიცი, სადაც თან კოვიდიანის გამოყვანას ბევრის დაინფიცირება და გარდაცვალებაც კი მოყვა.

რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ რომ ესენი ხალხზე ზრუნვის გამო რამეს იზამენ? გახვრეტილი აქვთ ფსკერი. გადადება არ გადადებაც არა ჯანმრთელობის არმედ პოლიტიკური ამბავია.

წერს დროას ლიდერის და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია.  

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოპოზიციური პარტიებსა და ქართულ ოცნებას მოუწოდა, გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო არჩევნების გადადებაზე იმსჯელონ. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ მის სიტყვებს "ანომალია" უწოდა, გიორგი ვოლსკიმ კი თქვა, რომ ომბუდსმენი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების "გარე სპიკერად ჩამოყალიბდა". 

კომენტარები