არჩევნები 2021

ბოკერია ოცნების კვლევაზე: სჭირდებათ დემონსტრირება ძალის, რომ ყველა ვარიანტში რჩებიან

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

"ყველა ეს კვლევა არის უბრალოდ ნაწილი საკუთარი ადმინისტრაციული ვერტიკალისთვის გულის გამაგრების". – ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ქართული ოცნების კვლევას, რომლის მტკიცებითაც, თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 44.7%-ს აიღებს, ნაციონალური მოძრაობა კი - 32.6%-ს. 

"ქართული ოცნების კამპანია ეყრდნობა დაშინებას და მოსყიდვას და ამისთვის სჭირდებათ დემონსტრირება, მათი აზრით, ძალის, რომ ჩვენ ყველა ვარიანტში ვრჩებით, ამიტომ ჯობია შეეგუოთ ამას და ამის საუკეთესო პასუხი ამ ყველა კითხვაზე იქნება არჩევნების დღეს". – ამბობს ბოკერია. 

ქართული ოცნების წევრის, გივი მიქანაძის მტკიცებით, მათი ჩატარებული კვლევით, თვითმმართველობის არჩევნებზე ბარიერს 3 პარტია - ქართული ოცნებაენმ და პატრიოტთა ალიანსი გადალახავს, შესაბამისად, მათ შორის 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება: ოცნება - 16 მანდატი, ენმ - 11 მანდატი, პატრიოტთა ალიანსი - 1 მანდატი.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები