უკრაინა-რუსეთი

რუსეთმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს სანქციები დაუწესა

დმიტრო კულება/ალექსეი დანილოვი

რუსეთმა უკრაინელ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესა. ეკონომიკური სანქციები შეეხო საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას და ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანს ალექსეი დანილოვსსანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატები ლიუდმილა დენისოვა, და ვალერი პაცკანი და დნესტრისპირეთის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო.

სანქციებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე გამოეხმაურა.

"რუსეთი დამემუქრა, რომ ყირიმის პლატფორმისთვის სამაგიეროს გადამიხდიდა. გადამიხადა, მაგრამ ეს ჩვენ არ გაგვაჩერებს. ყირიმი უკრაინაა". - წერს კულება.

მთლიანობაში სანქცირებულთა სიას 73 ადამიანი დაემატა და 922 პირამდე გაიზარდა. ბოლოს სანქცირებულთა სია 2020 წლის 11 დეკემბერს გაფართოვდა, როდესაც რუსეთმა მას უმაღლესი რადის სპიკერი დმიტრო რაზუმკოვი, პარლამენტის სპიკერის პირველი მოადგილე რუსლან სტეფანჩუკი და პრეზიდენტის ფრაქციის წევრი დეპუტატები დაამატეს.

კომენტარები