კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 901 შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.52%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 46 595 ტესტი და დადასტურდა 4 901 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 586 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.97%.

ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა - 602, იმერეთი - 638 ქვემო ქართლი - 249, შიდა ქართლი - 272, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 298, კახეთი - 471, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა  61 236-ია, საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 499  პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 50 464 პირი - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 510 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 510 941 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 723 და გამოჯანმრთელდა 442 956 პირი.

კომენტარები