COVID-19

AstraZeneca-ს მედიკამენტმა ცდების დროს სიმპტომური COVID-19-ის პრევენცია შეძლო

კომპანია AstraZeneca-ს ანტისხეულების მედიკამენტმა ცდების დროს სიმპტომური COVID-19-ის პრევენცია შეძლო

კომპანიის განცხადებით, ისინი მარეგულირებელი ორგანოსგან ანტისხეულების წამლის დამტკიცებას მოითხოვენ, რადგან საცდელმა ფაზამ აჩვენა, რომ მედიკამენტი მაღალეფექტიანია სიმპტომური COVID-19-ის პრევენციაში.

AstraZeneca-ს მედიკამენტი მონოკლონური ანტისხეულებით მზადდება. მონოკლონური ანტისხეულები არის ლაბორატორიაში დამზადებული პროტეინები, რომლებიც იმუნურ სისტემას ბაძავენ და ორგანიზმში არსებულ ანტიგენებს ებრძვიან.

კომპანიის თქმით, მათმა მედიკამენტმა AZD7442-მა ცდების დროს COVID-19-ის სიმპტომების განვითარების პრევენციაში 77%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. საცდელ ჯგუფში იყო 5197 ადამიანი, უმეტესობა რთული დაავადებებით, რომლებიც COVID-19-ის გადატანას ართულებს. ჯგუფის 2/3-მა მიიღო მედიკამენტი AZD7442, დანარჩენებმა კი პლაცებო. ვინც მედიკამენტი მიიღო, იმ ჯგუფიდან არცერთ პაციენტს არ გაურთულდა ვირუსის სიმპტომები და არცერთი არ გარდაცვლილა. პლაცებოს მიმღებთა ჯგუფში იყო 3 მძიმე შემთხვევა და 2 გარდაცვალება. კვლევის შედეგები სრულად ჯერ არ გამოქვეყნებულა. 

კომენტარები