კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: შემთხვევების რიცხვი ნელი ტემპით დაიძრა ქვემოთ – დიდი წვლილი აქვს ვაქცინაციას

არ ვიცი, არის შაბათს დაწყებული შეზღუდვების ეფექტი, თუ ეპიდემიის ბუნებრივი განვითარებაა, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი ოდნავ, ძალიან ნელი ტემპით, ისევე როგორც დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ დაიძრა ქვემოთ. თუ ღმერთმა არ ქნას, და კიდევ ნახტომი არ გააკეთა. ამიტომ, მოფრთხილება სჭირდება, აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და ავიცრათ.

რა თქმა უნდა, ამ სტაბილიზაციის ტენდენციის გაჩენაში ძალიან დიდი წვლილი აქვს ყოველდღიურად იმ 23-25 000 ადამიანის აცრას.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 743 შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.22%-ია.

კომენტარები