კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: აცრის ტემპით კმაყოფილი არ ვარ, 35-40 000 აცრა მაინც უნდა ტარდებოდეს დღეში

მე პირადად, რომ გითხრათ, კმაყოფილი ვარ თუ არა აცრის ტემპით და ეს არის ის სასურველი ტემპი, რაც საშუალებას მოგვცემდა, ეს კრიტიკული პერიოდის გადაგველახა, ნამდვილად არა, დაახლოებით 35-40 000 აცრა მაინც უნდა ტარდებოდეს დღის განმავლობაში, რომ გამოვიდეთ კრიზისული მდგომარეობიდან. მეტი აქტივობაა საჭირო ბიზნესსექტორისგან, აკადემიურ გარემოში აქტივობის და, ზოგადად, მოქალაქეების ხელშეწყობის, რათა მეტი აცრა ჩატარდეს. დღეს უკვე გაიხსნა იუსტიციის ცენტრში დასარეგისტრირებლად სერვისი და ყველა უნდა მივიდეს ასაცრელად.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

ბოლო 24 საათში 23 986 ადამიანი აიცრა. ვაქცინის ერთი დოზა სულ 907 665 ადამიანმა გაიკეთა, სრულად აცრილია 266 962 პირი.

კომენტარები