სირია

ისრაელმა სირიაში ჰეზბოლას იარაღის საწყობზე საჰაერო იერიში მიიტანა

19 აგვისტოს სირიაში, დამასკოსა და ჰომსის მიდამოებში ანტისარაკეტო სისტემა გააქტიურდა და რამდენიმე რაკეტა უვნებელყო. როგორც სირიის მხარე ამბობს, ეს ჰეზბოლას იარაღის საწყობზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიში იყო.

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც 2 დღის წინ ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად გამშვებ პუნქტსა და, ასევე, სირიულ ბაზაზე. ისრაელის თავდაცვის ძალებმა არც მაშინ და არც ახლა არც აღიარეს და არც უარყვეს ცნობა იერიშის შესახებ, რაც ისრაელის პოლიტიკაა სირიაში განხორციელებულ თავდასხმებზე. 

სირიის მხარის თქმით, რაკეტების უმეტესობა უვნებელყვეს. რაკეტები ლიბანის დედაქალაქის, ბეირუთის მიმართულებიდან წამოვიდა. ლიბანი ისრაელს გაეროში საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევის ბრალდებით უჩივის.

ჰეზბოლა ლიბანში მოქმედი დაჯგუფებაა, რომელსაც ირანი აფინანსებს. მათი შენაერთები სირიაშიც არიან განლაგებული.

კომენტარები