ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან – გამყარდა

19 აგვისტოს ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.1323 ლარია, ევროსი კი – 3.6623 ლარი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.40 თეთრით გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 3.1283 ლარი იყო.

მეორე მხრივ, ლარი გამყარდა ევროს მიმართ, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 19 აგვისტოს ბოლოსთვის 3.6623 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6648 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ ზუსტად 0.25 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება სხვა ვალუტებს, თურქული ლირის კურსი 0.3679 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ბრიტანული ფუნტი 4.2891 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 20 აგვისტოდან შევა.

კომენტარები