საგარეო ვაჭრობა

2021 წლის 7 თვეში ექსპორტი 27.8%-ით, იმპორტი კი 19.3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში, იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $7 481.6 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 2 275.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (27.8%-ით მეტს), ხოლო იმპორტი 5 206.0 მლნ აშშ დოლარს (19.3%-ით მეტს).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ივლისში, 2 930.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2%-ია.

საქსტატის მონაცემებით, უშუალოდ ივლისში ექსპორტი 42.4%-ით გაიზარდა და 390.9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 17.2%-ით, 853 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 15.3%-ია, დსთ-ის ქვეყნების წილი - 46.7%. იმპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 23.1%-ია, ხოლო დსთ-ის ქვეყნების წილი - 29.1%.

2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4% შეადგინა.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა:

  1. თურქეთი - 1 107.3 მლნ აშშ დოლარი;
  2. რუსეთი - 868 ათასი აშშ დოლარი;
  3. ჩინეთი - 829.9 ათასი აშშ დოლარი;
  4. აზერბაიჯანი - 586.9 ათასი აშშ დოლარი;
  5. აშშ - 422.5 ათასი აშშ დოლარი;
  6. უკრაინა - 401.1 ათასი აშშ დოლარი;
  7. სომხეთი - 397.9 ათასი აშშ დოლარი;
  8. გერმანია - 279.2 ათასი აშშ დოლარი;
  9. ბულგარეთი - 222.9 ათასი აშშ დოლარი;
  10. იტალია - 154.9 ათასი აშშ დოლარი.

ექსპორტის მიხედვით უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 465.9 ათასი აშშ დოლარი, წილი მთლიან მოცულობაში - 20.5%;
  2. მსუბუქი ავტომობილები - 248.3 ათასი აშშ დოლარი, 10.9%;
  3. ფეროშენადნობები - 228.5 ათასი აშშ დოლარი, 10%;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 124.7 ათასი აშშ დოლარი, 5.5%;
  5. სპირტიანი სასმელები - 81.4 ათასი აშშ დოლარი. 3.6%;
  6. მინერალური და მტკნარი წყლები - 79.9 ათასი აშშ დოლარი, 3.5%;
  7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 55.1 ათასი აშშ დოლარი, 2.4%;
  8. სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი - 54.3 ათასი აშშ დოლარი, 2.4%;
  9. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 43 ათასი აშშ დოლარი, 1.9%;
  10. თხილი და სხვა კაკალი - 37 ათასი აშშ დოლარი, 1.6%.

რაც შეეხება იმპორტს, 10 უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. მსუბუქი ავტომობილები - 461.8 ათასი აშშ დოლარი, 8.9%;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 404.9 ათასი აშშ დოლარი, 7.8%;
  3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 395.6 ათასი აშშ დოლარი, 7.6%;
  4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 203.8 ათასი აშშ დოლარი, 3.9%;
  5. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 179.6, 3.4%;
  6. სატელეფონო აპარატები - 115.2 ათასი აშშ დოლარი, 2.2%;
  7. სატვირთო ავტომობილები - 71.2 ათასი აშშ დოლარი, 1.4%;
  8. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 62 ათასი აშშ დოლარი, 1.2%;
  9. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 61 ათასი აშშ დოლარი, 1.2%;
  10. ხორბალი და მესლინი - 46.4 ათასი აშშ დოლარი, 0.9%.

 

კომენტარები