ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა არის ოცნება, ეს ბატონი ბიძინას დამსახურებაა

ერთადერთი პაუხისმგებლიანი ძალა დღეს ქვეყანაში არის უალტერნატივო - ქართული ოცნება, ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ჩვენი ხელისუფლების, თქვენი და ჩვენი ყველასი ერთად. 

ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, სჭირდება განვითარება, მხოლოდ განვითარება, განვითარება და განვითარება. მხოლოდ შრომით შევძლებთ პროგრესის მიღწევას. გვჭირდება 24-საათიანი მუშაობა. ამიტომ, ადგილობრივი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ირჩევთ თქვენს მსახურს რეალურად. მოსახლეობა ირჩევს საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც მოემსახურება 24 საათის განმავლობაში თავის მუნიციპალიტეტს, მოსახლეობას. მე მინდა, ბატონ ირაკლი კუჭავას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ერთგულად  ემსახურა საკუთარ მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას.

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სამი წელი აღარ გვექნება არჩევნები და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რეალური საქმე ვაკეთოთ, რომელიც მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ქვეყნის საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მოსახლეობა ბოლომდე უნდა დავუდგეთ გვერდში.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე.

კომენტარები