ეკონომიკა

საქართველოში უმუშევრობის დონე ისევ გაიზარდა და 22%-ს აჭარბებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 3.8%-ით გაიზარდა და 22.1%-ს აღწევს.

წყარო: საქსტატი

2021 წლის II კვარტალში დასაქმების დონე შემცირებულია 1%-ით და 40.1%-ს შეადგენს.

სამუშაო ძალამ [ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ] შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 51.4% შეადგინა.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2%-ით, ხოლო კაცებში  –  5.7%-ით. 

დასაქმების დონე, როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად – 0.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით. 
 

კომენტარები