მკვლელობა თელავში

ზვიადაურის ადვოკატი: ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ

ოლიმპიური ჩემპიონისა და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი ამბობს, რომ ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, დაკავებულს თავდებში ჩაუდგნენ.  

"ალტერნატივად სასამართლოს აუცილებლად მოვთხოვთ, რომ გირაოთი იყოს დატოვებული და ასევე ცნობილი პიროვნებების, სპორტსმენების თავდებობასაც წარვუდგენთ, რომლებიც თავდებში დაუდგებიან. ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები არიან მზად [თავდებში დაუდგნენ]". – ამბობს კახა ცნობილაძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის ლაშა ბექაურს, ადვოკატი პასუხობს: 

"დიახ, არა მარტო ბექაურს. ალბათ, ლაშა ტალახაძეც იქნება. მზაობას გამოთქვამს. გამოთქვა სურვილი. ბექაური და ტალახაძე ორივე მზად არის, რომ ამ ადამიანს თავდებში ჩაუდგეს". – ამბობს ადვოკატი. 

ზურაბ ზვიადაური მკვლელობის გამო გუშინ, 17 ივლისს დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა ძმის, ზვიად ზვიადაურის მკვლელს ესროლა. ზვიად ზვიადაური ორ მეგობართან ერთად თელავში 16 ივლისს, ღამით მოკლეს. სწორედ ამ დაპირისპირების დროს ესროლა ზურაბ ზვიადაურმა  1994 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს. ზვიადაურს ბრალი 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობითვის წარუდგინეს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისივე თქმით, ზვიადაურმა "რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა".   

კომენტარები