თვითმმართველობის არჩევნები 2021

რიჟვაძე: ოპონენტები კითხვას სვამენ, თუ რა გაკეთდა, შეიძლება, შეტრიალდეს – რა ვერ გაკეთდა?

ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ყველა ის პროექტი, შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც მოგეცით. ჩვენი ოპონენტები ყოველთვის სვამენ კითხვას, თუ რა გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ეს შეკითხვა შეიძლება შეტრიალდეს, თუ რა ვერ გაკეთდა ან არ გაკეთდა.

[...] ხულოში ყოველთვის იციან  ღირსეულის და უღირსის გარჩევა და საკადრის გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში პირველივე ტურში. ამაყი ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მიწევს თქვენთან შეხვედრა, ორმაგად ამაყი ვარ, რომ ვახტანგ ბერიძე, ჩვენი დასაყრდენი აქ, ხულოს მუნიციპალიტეტის ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი, მეორე ვადით იქნება როგორც მოქმედი, ისე მომავალი მერი თავის გუნდთან ერთად.

ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ხულოს მერობის კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის წარდგენაზე. 

კომენტარები