საქართველო-ბელარუსი

კანდელაკი ბელარუსთან შეთანხმებაზე: ეს არის დე-ფაქტო თანამშრომლობა რუსეთის ფსბ-სთან

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ბელარუსის კგბ-სთან შეთანხმება ნიშნავს თანამშრომლობას რუსეთის ფედერალურ უშიშროების სამსახურთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთის გავლენა ბელარუსის უშიშროებაზე უპრეცედენტოდ მაღალია.

"ეს დოკუმენტი არის არამხოლოდ საქართველოსთვის სამარცხვინო, საქართველოსთვის თავისმომჭრელი, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ სანქციებო დაუწესა ბელარუსს, არამედ ასევე  ძალიან ბევრს ამბობს თავად საქართველოს საგარეო პოლიტიკური ტრაექტორიის შესახებ. გარდა ამისა, ეს დოკუმენტი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უშიშროებისთვის, რადგან ბელარუსის უშიშროებას ფაქტობრივად რუსული უშიშროება აკონტროლებს, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც უპრეცედენტოდ გაიზარდა რუსეთის გავლენა ბელარუსის უშიშროებაზე, შეიძლება ითქვას, დე-ფაქტო ეს არის თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და რუსეთის ფედერალურ უშიშროების სამსახურს შორის ". – ამბობს გიორგი კანდელაკი.

პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ბელარუსის საკანონმდებლო ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 14 თავისგან შედგება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

კომენტარები