ავღანეთი

ქაბულის აეროპორტში ათასობით ავღანელი ქვეყნის დატოვებას ცდილობს [VIDEO]

მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბულზე კონტროლი მოიპოვა, ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ქვეყნის დატოვება სურს და თვითმფრინავებში შესვლას ცდილობენ. 

ქაბულის აეროპორტს აშშ-ს ძალები იცავენ, სანამ დედაქალაქს აშშ-ს წარმომადგენლობა, მათი მოკავშირეები და ის ავღანელები ტოვებენ, ვისაც დარჩენის შემთხვევაში დიდი საფრთხე ელით. 

ავღანეთის მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, უცხოეთში გაჰყოლოდნენ ბოლო კომერციულ ავიარეისებს. 

"ეს ჩვენი აეროპორტია, მაგრამ მანამ, სანამ ჩვენ გაურკვევლობაში ვართ, დიპლომატების ევაკუაცია ხდება". – ამბობს Reuters-თან ერთ-ერთი ავღანელი, რომელიც ქვეყნის დატოვებას ცდილობს. 

გავრცელდა კადრები,  სროლის ხმაზე როგორ მირბიან მოქალაქეები აეროპორტისკენ.

 

კომენტარები