კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 50 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 579 შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.61%-ია

DW

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 50 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 580 ტესტი და დადასტურდა 5 579 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 867 პაციენტი.

13 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.93%.

დღეს, 14 აგვისტოს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 355 შემთხვევა, აჭარა - 746, იმერეთი - 667, ქვემო ქართლი - 281, შიდა ქართლი - 345, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 364, კახეთი - 418, მცხეთა-მთიანეთი -125, სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 854 საიდანაც: 6 835 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 398 პირი, მათგან 300 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 477 264-ს, აქედან სულ 417 013 პაციენტი გამოჯანმთელდა, ხოლო 6 371 გარდაიცვალა. 

კომენტარები