დროა

სიხარულიძე: ერი განისაზღვრება არა მხოლოდ მისი ისტორიით, არამედ იმითაც, რას წარმოადგენს დღეს

53 წლის ვარ და მიუხედავად იმისა, რომ 17 წელი საჯარო სამსახურში გავატარე და მანამდე ეროვნულ მოძრაობაშიც ვიღებდი მონაწილეობას, არასოდეს არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და დროა არის პირველი პარტია, რომელზეც ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანია, რომ გავხდე მისი წევრი. ვფიქრობ, რომ ვითარება დღეს საქართველოში არის კრიტიკული. უპირველეს ყოვლისა, ის, რომ რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ჩვენ წინააღმდეგ, მას აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები და აკეთებს ყველაფერს, რათა დაანგრიოს ქართული სახელმწიფოებრიობა, ასევე საქართველოს უბედურებებს შორის არის უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური სტაგნაცია. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება, იყოს დღეს ჩვენი გამოწვევა, ეს გახლავთ ის დაპირისპირებები, საზოგადოების ის დახლეჩა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ის ძალადობა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით დღეს საქართველოში.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვინდა წინსვლა, ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ, შევწყვიტოთ ეს დაპირისპირება, ავაშენოთ ერთმანეთთან სავალი ხიდები და მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებულ საზოგადოებას. 

დღეს 12 აგვისტოა. 12 აგვისტო მნიშვნელოვანი დღეა. 900 წლის წინ დავით აღმაშენებელმა მოიპოვა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელმაც პრაქტიკულად დიდი წვლილი შეიტანა ქართული ერის ფორმირებაში. ეს ერთი დღის გამარჯვება არ იყო, არ მომხდარა მხოლოდ 12 ქულით. ამას წინ უძღოდა უამრავი რეფორმა, საზოგადოებრივი, სამხედრო, ეკონომიკური, სახელმწიფო რეფორმები. დღესაც ჩვენ როდესაც ვცდილობთ ავაშენოთ თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, რომელიც იყო ოცნება ილია ჭავჭავაძის თაობიდან დაწყებული, ყველა მომდევნო ქართველი თაობების და ჩვენ გვხვდა ეს ბედნიერება წილად, რომ ჩვენ, ჩვენი თაობა და ის თაობები, რომლებიც დღეს ცხოვრობენ, ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში, არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ ეს ამოცანა ვერ შევასრულოთ. ამ ამოცანის შესასრულებლად, ისევე, როგორც 900 წლის წინ უაღრესად მნიშვნელოვანია ძალიან სერიოზული, ფუნდამენტური რეფორმები. ქვეყნის, ერის სიდიადე განისაზღვრება არა მხოლოდ მისი ისტორიით, არამედ იმითაც, რას წარმოადგენს ის დღეს და საით მიისწრაფვის. 

ჩვენი მტკიცე რწმენა ეფუძნება იმას, რომ ჩვენ ვართ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩვენ შეგვიძლია საუკეთესო სახელმწიფოს აშენება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის. 

დაბოლოს, მე მტკიცედ მჯერა და იდეაც ამ პარტიის შექმნის არის ის, რომ ეს არ იქნება შეზღუდული, მკაცრი ჩარჩოებით, ეს არ იქნება ჩაკეტილი პარტიული სტრუქტურა, ეს იქნება პირიქით, ღია სტრუქტურა, რომელიც ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს იდეები. არ არის აუცილებელი რაღაც ფორმალიზებული წევრობა. 

ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დათო სიხარულიძე, რომელიც დღეს პარტია დროას შეუერთდა

კომენტარები