დროა

ბათუ ქუთელია, დათო სიხარულიძე, ნინო გოგუაძე – ხოშტარიამ დროას ახალი გუნდი წარადგინა

დროა

საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ თავისი ახალი პოლიტიკური მოძრაობის, დროას გუნდის წევრები წარადგინა. მათ შორის არიან აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი და ატლანტიკური საბჭოს წევრი, ბათუ ქუთელია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ატლანტიკური საბჭოს წევრი დათო სიხარულიძე და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, ნინო გოგუაძე. 

"ჩვენი პარტია არის არა ადამიანის ან ერთის გარშემო გაერთიანებული გუნდი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული, თავისუფალი, პრინციპული ადამიანების, ინდივიდების ერთობა. ცვლილებები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და რომელიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, იქმნება სწორედ ასეთი თავისუფალი, პრინციპული, სუფთა, იდეის ერთგული, კომპეტენტური ადამიანების მიერ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები სწორედ ასეთები არიან". – თქვა ელენე ხოშტარიამ გუნდის წარდგენისას. 

კომენტარები