შეზღუდვები

იმნაძე: ღია სივრცეში დედ-მამა რომ მიდის ორი შვილით, მათ ხომ არ მოვთხოვ ნიღაბი გაიკეთონ?

ღია სივრცეში დედა, მამა და ორი შვილი რომ მიდის ტყეში სასეირნოდ, 4 კაცი, ეს არის ერთი ოჯახი, რომელიც ერთად ცხოვრობს დახურულ ბინაში, ხომ არ მოვთხოვ მათ ეკეთოთ ნიღაბი? მე-5 თუ დაემატათ, სავარაუდოდ, იქნება უკვე სხვა, არა ოჯახის წევრი, სტატისტიკით ასეა. 

ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კითხვას იმის შესახებ, რატომ არის სავალდებულო ღია სივრცეში პირბადე მხოლოდ მაშინ, როცა 5 ადამიანია შეკრებილი. 2020 წლის მარტში, ქვეყნის პირველი ჩაკეტვისას აკრძალული იყო მანქანაში მძღოლის გვერდით ჯდომა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მძღოლი ოჯახის წევრი იყო. ამის პასუხად პაატა იმნაძე პასუხობს, რომ "მაშინ ვაქცინა არ იყო". 

კომენტარები