შეზღუდვები

გახარია: პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ცნობით, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც.

პირველი ივნისიდან ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები, და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

"8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნბათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა", - თვქა პრემიერმა. 

საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა 23 მაისამდე იყო გამოცხადებული, თუმცა შეზღუდვები საგანგებოს გაუქმების შემდეგაც დარჩა.

შეზღუდვების მოხსნა დროში ემთხვევა პრემიერმინისტ გახარიას საპარლამენტო მოსმენას. გახარია პარლამენტში ქვეყანაში კორონავირუსისა მართვის შესახებ წარადგენს ანგარიშს. პრემიერის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, დეპუტატებს საშუალება ექნებათ გიორგი გახარიას კითხვები დაუსვან.

ევროპული საქართველო დაწესებული შეზღუდვების სწრაფ მოხსნასა და ეკონომიკის გახსნას ითხოვდა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას.

კომენტარები