NDI-ს კვლევა

NDI: მოსახლეობის 57%-ისთვის ინფორმაციის მიღების პირველი წყარო ტელევიზიაა, 35%-სთვის სოც.მედია

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 57%-ისთვის ინფორმაციის მიღების პირველი წყარო ტელევიზიაა. 35%-ისთვის ინტერნეტი/სოციალური მედია, 4%-ისთვის მეგობრები და მეზობლები, 2%-ისთვის ოჯახის წევრები, ხოლო 1%-ისთვის თანამშრომლები.

რაც შეეხება თბილისის მონაცემებს, ტელევიზია ინფორმაციის მიღების პირველი წყაროა მოსახლეობის 42%-ისთვის, ინტერნეტი/სოციალური მედია - 51%-ისთვის.

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს. სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები