NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 51% კი კარგად. გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა.
NDI-ის ინფორმაციით, მთავრობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ოპოზიციის მხარდამჭერებში 7%-ით გაიზარდა.
კითხვაზე - "გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას?"
- 51% - კარგად
- 39% - ცუდად
- 8% - არ ვიცი
- 2% - უარი პასუხზე
2022 წლის აგვისტოში მთავრობის საქმიანობას ცუდად 51% აფასებდა, კარგად კი 41%.
NDI-ის ცნობით, მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის. ხოლო დადებითი შეფასება ყველაზე მეტად გადაუწყვეტელ ამომრჩეველში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ასევე, საშუალო ასაკის ჯგუფში გაიზარდა.
NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.