ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ფასების ზრდა და ინფლაცია გამოკითხულთა 37%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია, რაც მას და მის ოჯახს აწუხებს. 35%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია, ხოლო 28%-სთვის - სიღარიბე.
შეკითხვაზე ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (მაქსიმუმ 3 პასუხის არჩევის შესაძლებლობა), პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ფასების ზრდა/ინფლაცია - 37%.
- სამუშაო ადგილები - 35%
- სიღარიბე - 28%
- ტერიტორიული მთლიანობა - 23%
- პენსიები - 20%
- ხელფასები - 17%
- განათლება - 11%
- ხელმისაწვდომი ჯანდაცვა - 8%
- ადამიანის უფლებები - 8%
- NATO-ში გაწევრიანება - 7%
- ევროკავშირში გაწევრიანება - 7%
- სამართლიანი არჩევნები - 6%
- რუსეთთან ურთიერთობა - 6%
- სიტყვის თავისუფლება - 5%
- საკუთრების თავისუფლება - 4%
- გარემოს დაცვა - 4%
- კორუფცია - 4%
- სამართლიანობის აღდგენა - 3%
- სასამართლო სისტემა - 3%
- კრიმინალი - 3%
- სხვა - 3%
- არ ვიცი - 3%
კვლევა პირისპირი ინტერვიუსმეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.