კორონავირუსი

CNN: სრულად აცრილებიდან 99.99%-ზე მეტს COVID-19-ის მძიმე ფორმა არ ჰქონია

iStock

CNN-მა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მონაცემებზე დაყრდნობით, დაასკვნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებიდან 99.99%-ზე მეტს არ ჰქონია COVID-19-ის ისეთი მძიმე ფორმა, რაც ჰოსპიტალიზაციას, ან გარდაცვალებას გამოიწვევდა. 

CDC-19-ის მიხედვით, 2 აგვისტოს მონაცემებით, აშშ-ში 164 მილიონ ადამიანზე მეტია სრულად აცრილი, აქედან მხოლოდ 0.001%-ზე ნაკლები, 1 507 ადამიანი, გარდაიცვალა COVID-19-ით დაინფიცირების შემდეგ. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 0.005%-ზე ნაკლებს, 7 101 ადამიანს.

COVID-19-ის დამძიმებული შემთხვევებიდან 74% დაფიქსირდა 65 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში. ამასთან ერთად, CDC-ის მიხედვით, კორონავირუსის ლეტალური შემთხვევებიდან ყოველი მეხუთე სხვა თანმხლები დაავადებით გარდაიცვალა და არა უშუალოდ კორონავირუსით.  

"COVID-19-სგან დამძიმების მიხედვით, დემოგრაფიული ნიშნით, ან სხვადასხვა ვაქცინების შემთხვევაში, რაიმე განსხვავებული შედეგი არ გამოვლენილა". –  წერს CDC.

კომენტარები