ირაკლი ღარიბაშვილი 112

ღარიბაშვილი ჟურნალისტს: ლაშა ბექაურს თქვენ რომ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით?

ჩვენთვის საამაყო ახალგაზრდა კაცთან, ლაქა ბექაურთან, მისი მოწვევით ვიმყოფებოდი ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროში, ორივე ვართ აღნიშნული რაიონიდან, ჩავედით სოფელში, აღვნიშნეთ ხალხთან ერთად მისი ტრიუმფალური გამარჯვება, ამის შემდეგ გაიმართა... რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად სოფლის მოსახლეობა, ახლობლები და მეგობრები, თქვენ, არ ვიცი, რა კადრები ნახეთ, იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია, ჩვენც ვისხედით დისტანციის დაცვით, მეტ-ნაკლებად, როგორც შეგვეძლო. მე გკითხავთ ახლა გულწრფელად, ლაშა ბექაურს თქვენ რომ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით? 

ჩვენს მუნიციპალიტეტში - მე მანამდე გაზომილი მქონდა, შემოწმებული მქონდა, - ეპიდვითარება არის ძალიან მსუბუქი, სადაც მე ვიყავი და მანამდე ძალიან ბევრი ადამიანი იყო წინასწარ გატესტილი და ყველაფერი იყო წესრიგში. 

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 7 აგვისტოს, ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის პატივსაცემად გამართულ სუფრაზე იყო, სადაც კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა. 

კომენტარები