საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 969 ტესტი და დადასტურდა 3 344 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 376 პაციენტი.
7 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.64%
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415, ქვემო ქართლი - 139, შიდა ქართლი - 155, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 210, კახეთი - 262, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 187 საიდანაც: 6 511 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 308 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პაციენტი.
7 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 447 913 შემთხვევა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 6 084 პირი ემსხვერპლა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 400 616-მდე.





