ვაქცინაცია საქართველოში

სოფელში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აიცრებით, გადაადგილებაშეზღუდული პირები – ბინაზე

საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის განკარგულება გამოსცა. 

განკარგულების თანახმად, სოფლის მოსახლეობა აცრას შეძლებს სამედიცინო ან არასამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გადაადგილებაშეზღუდული პირები კი ბინაზე შეძლებენ აცრას. 

  • მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, უზრუნველყონ ამცრელი ბრიგადის დაკომპლექტება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და ვაქცინაციისთვის საჭირო აღჭურვილობით.
  • გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს განესაზღვრათ ვალდებულება, უზრუნველყონ მათ დაწესებულებაში რეგისტრირებული სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაცია, სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართულობით.
  • მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს დაევალათ, უზრუნველყონ ვაქცინაციის ლოკაციებზე შესაბამისი ვაქცინებით მომარაგება და "ცივი ჯაჭვის" მონიტორინგი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ამცრელ ბრიგადებსა და ასაცრელ კონტინგენტს შორის კოორდინაცია.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოსახლობის ვაქცინაციის მიზნით დაევალათ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შერჩევა და შეთანხმება ცენტრსა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან.
  • ასევე, ასაცრელი კონტინგენტის მობილიზება და მოწვევა ვაქცინაციისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, ასაცრელი პირების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
  • გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, უნდა უზრუნველყონ ვაქცინაციის ოპერატიული შტაბის ჩამოყალიბება.
  • საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართვის ხელშეწყობა. ასევე, ვაქცინაციის მიზნით მუნიციპალიტეტებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესაფერისი სოფლის ამბულატორიების შერჩევის პროცესის ხელშეწყობა.
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულების შენობების გამოყოფა, სასწავლო პროცესის აღდგენამდე პერიოდში.
  • თავდაცვის სამინისტროს, საჭიროების შემთხვევაში დაევალა  აცრების წარმოებისთვის დამატებითი სამედიცინო პერსონალის გამოყოფა, ასევე მოსაცდელი სივრცეების მოწყობის ხელშეწყობა.
  • განკარგულების მიხედვით, განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

 

 

კომენტარები