ტოკიოს ოლიმპიადა

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მძლეოსანს, ბენიკ აბრამიანს დოპინგი აღმოუჩინეს

ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ ბენიკ აბრამიანს დოპინგი დაუდასტურდა. ტესტების საერთაშორისო სააგენტოს (ITA) ინფორმაციით, აბრამიანს 3 აკრძალული სტეროიდი აღმოუჩინეს. 

36 წლის სპორტსმენი, თამაშიდან საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხსნეს და ახლა წინასწარი დისკვალიფიკაცია აქვს. 

მას უფლება აქვს დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივროს და B-სინჯის გახსნა მოითხოვოს. მას B ჯგუფში, დაახლოებით, 15:40 საათზე უნდა ეასპარეზა. ბირთვის კვრაში ფინალი ტოკიოში 5 აგვისტოს არის დაგეგმილი.

კომენტარები