ვაქცინაცია საქართველოში

ღარიბაშვილი: ჩვენი ამოცანაა 2-3 თვეში 3 მილიონი აცრის ჩატარება

ჩვენი ამოცანა არის, 2-3 თვეში მივაღწიოთ 3 მილიონი აცრის ჩატარებას, რაც მთლიანობაში მოგვცემს საშუალებას, არ დავკეტოთ ქვეყანა და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა, რათა ის მძიმე შედეგები არ დადგეს ხელმეორედ, რაც წინა წელს გამოვცადეთ. ჩაკეტვით პანდემიას ვერ დავამარცხებთ, დროებით შევაყოვნებთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვირუსს ვაქცინა ამარცხებს, ამიტომ ყველას გთხოვთ, აიცრათ. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ტელევიზიით თუ სხვა საშუალებებით. მინდა გითხრათ, რომ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებას.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

კომენტარები