ვაქცინაცია

გამყრელიძე: ეპიდემიას შევაჩერებთ, თუ 3 თვის განმავლობაში დღეში გვექნება 25-30 ათასი აცრა

საუკეთესო იქნება, თუ ავედით 31 000, 32 000, ან 33 000 აცრამდე, მაგრამ კარგი იქნება, თუ საშუალოდ ავალთ 25 000 - 26 000 აცრამდე დღის განმავლობაში. ეს მიღწევადია, ამიტომაც ვამბობთ, რომ სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ამ თვალსაზრისით არის კრიტიკული და თუ ჩვენ გავაკეთებთ და მივაღწევთ ამას, რომ დღეში გვექნება 25-დან 30 000-მდე აცრა ამ 3 თვის განმავლობაში, ეპიდემიას შევაჩერებთ სერიოზულად და დავაგდებთ სერიოზულად ეპიდემიის განვითარების ტემპს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა. გასულ 24 საათში საქართველოში 20 850 ადამიანი აიცრა, ხოლო ახალი კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 41 885 ტესტი და დადასტურდა 3 670 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 626 პაციენტი.

კომენტარები