კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: 10 აგვისტოდან მოსალოდნელია შემთხვევების რაოდენობის კლება

ჩვენი პროგნოზი ემყარება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ შეფასებებს. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად, დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს. სიკვდილიანობის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1.3-1.4%-ის ფარგლებში, ამდენად ეს არის ის მათემატიკა, რაც მე შემიძლია დღეს გაგიზიაროთ. 

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 670 შემთხვევა.

კომენტარები