კორონავირუსი და შეზღუდვები

გაბუნია: დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა სცენარს არ შეცვლის

შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ ის არ აღსრულდა. დღეს რაც არის დაწესებული, ყველა ეს შეზღუდვა რომ სრულდებოდეს თუნდაც 80-90%-იანი სიზუსტით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა ბევრად უკეთესი გამოსავლები. ამდენად კიდევ დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა ამ სცენარს არ შეცვლის. 

პირბადის გამოყენება ითვალისწინებს ინდივიდუალური ქცევის კონტროლს. ინდივიდუალური ქცევის კონტროლი ვერცერთი ადმინისტრაციული უწყების შესაძლებლობის ფარგლებში ვერ მოხერხდება, თუ არ იქნა გაზიარებული ინდივიდუალურ დონეზე მოქალაქესთან. ამდენად, კი ბატონო, დავაბრუნოთ, დავაწესოთ ისევ ჯარიმები, მაგრამ თუ ამას ექნება ფორმალური ხასიათი, რა თქმა უნდა, არანაირ შედეგს არ მივიღებთ. 

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

კომენტარები