არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები

ჩვენ გვავიწყდება, რომ ჩვენ გვიყურებს და გვისმენს მოსახლეობა, რომელსაც უნდა ვესაუბროთ ჩვენს ხედვაზე და რეალური საქმით ვაჩვენოთ, თუ რას ვაკეთებთ მოსახლეობისთვის, როგორი არის ჩვენი ხედვა და როგორც ვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაშია დაგროვილი.

არჩევნების დღეს რაც შეეხება, მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს არჩევნების აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებაზე. მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული, რომ ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები.

ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები