ჩვენ არასოდეს არ ვენდობოდით ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან, ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე, არიან უშუალოდ მართული ნაციონალური მოძრაობის მიერ, შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ს და NDI-ს კვლევები, ვინაიდან, მათ მიერ შესრულებული სამუშაოები ტარდება ნაცმოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების მიერ.
tbl.ge/5n65
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი IRI-ს კვლევებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მომავალ კვირას რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 26% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 9% პარტია საქართველოსთვის.
ამავე თემაზე
- მანჯგალაძე IRI-ზე: ოპოზიციამ პრობლემები ჩვენს თავში ვეძებოთ, მაგრამ თვითგვემაც არ გვინდა
- კალაძე IRI-ზე: გულწრფელად გეტყვით, არავის ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი ადამიანი
- კობახიძე IRI-ზე: საბოლოოდ ჩვენი პროგნოზი მართლდება ხოლმე, პულსზე გვიჭირავს ხელი
- ქემოკლიძე: IRI-ს კვლევამ დაადასტურა, საქართველოსთვის არის ყველაზე სწრაფად მზარდი პარტია
- ნაცვლიშვილი IRI-ზე: ადასტურებს, რომ ოცნება ვერ აიღებს 43%-ს, რაც ვადამდელს გარდაუვალს ხდის