კორონავირუსი საქართველოში

პაატა იმნაძე: ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვის

წელს სამწუხარო ანტირეკორდია [4 827 ახალი შემთხვევა] ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, შვედები არ ვართ ჩვენ. ვგულისხმობ, რომ არის ხალხი, ვისაც შეზღუდვა პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან თავად იცავს ამ წესებს. შვედისთვის 2-მეტრიანი დისტანცია კი არა, 3-მეტრიანი დისტანცია ცხოვრებისეული ნორმაა – ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან, ჩვენთვის, სამწუხაროდ, ეს ნორმა არაა. აქედან გამომდინარე აქედან, ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ.

თუმცა, დღეს არის გამოსავალი, დიდი ხანია, ეს შესაძლებლობა არის – აცრა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს, მთავარი ახლა ესაა და მეორე კიდევ, რომ სამედიცინო სექტორმა შეძლოს, გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებ – გასულ 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.

კომენტარები