კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ჩვენ ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში

დღევანდელი გადაწყვეტილებით და მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომდევნო ეტაპებზე.

ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში, პროგნოზულად, რომელსაც ჩვენ  საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიდან ვიღებთ. ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ესაა პიკი, რომელიც შემდეგი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე.

ამბობს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებ – გასულ 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.

კომენტარები