IRI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 75% დანამდვილებით აპირებს ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემას, 14% კი არჩევნებში, სავარაუდოდ, მიიღებს მონაწილეობას.
- ნაწილობრივ არა – 3%
- სრულიად არა – 6%
- არ იცის / უარი პასუხზე – 2%
კვლევის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზებია: საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა, შესაბამისი პარტიის არარსებობა, არჩევნების უმნიშვნელობა და სხვა.
კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.