IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის 25% PFIZER-ს ენდობა, 8% – SINOPHARM-ს, 28% – არცერთ ვაქცინას არ ენდობა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 25% Covid-19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას ენდობა, 8% - სინოფარმს, ხოლო 28% არცერთ ვაქცინას არ ენდობა.

კითხვაზე, "თქვენი აზრით, რომელი ვაქცინაა ყველაზე სანდო" პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • Pfizer/BionNTech, (გერმანია/აშშ) – 25%
  • SinoPharm (ჩინეთი)  – 8%
  • AstraZeneca (დიდი ბრიტანეთი/შვედეთი)  – 7%
  • SinoVac (ჩინეთი)  – 4%
  • Moderna (აშშ)  – 1%
  • სხვა  – 1%
  • არცერთი  – 28%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე  – 27%

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 45% არ აიცრება, Covid-19-ის აცრას 18% გაიკეთებს.

კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

კომენტარები